24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტის საჯარო ლექცია

10/23/2018

სტუ–ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტის, ვეფხია გრიგალაშვილის საჯარო ლექცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის დოქტორანტმა, ვეფხია გრიგალაშვილმა, 23 ოქტომბერს, 11 საათზე, 105ა აუდიტორიაში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ეროვნული თავდაცვის მართვის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“ -ს ფარგლებში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე – „ეროვნული თავდაცვის დაგეგმვის მოდელი“.
საჯარო ლექციაზე განხილული იქნა ეროვნული თავდაცვის დაგეგმვის განზომილებების, დაგეგმვის დოკუმენტების ინსტიტუციური ფორმატის, დაგეგმვის ჰორიზონტისა და მექანიზმის პრობლემატიკა.
საჯარო ლექციამ გამოიწვია დიდი ინტერესი. ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე–2, მე–3 და მე–4 კურსის სტუდენტები, ასევე ამავე ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლები. ლექციის ბოლოს დოქტორანტმა უპასუხა პროფესორებისა და სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.