English |
Русский |
დეპარტამენტები
ძებნა |
საიტის რუკა |
კონტაქტი
მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორის, შტეფან ლანგის ლექცია თემაზე – „ბიზნესის რეგულირება გერმანიაში“
2018 წლის 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებთან მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორმა შტეფან ლანგმა წაიკითხა ლექცია თემაზე – „ბიზნესის რეგულირება გერმანიაში“.
პროფესორმა ლანგმა ისაუბრა ეკონომიკისა და სამართლის საკითხებზე. მიმოიხილა გერმანიის კონსტიტუცია, ადმინისტრაციული სამართალი, კერძო სამართალი და სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია გერმანიაში ბიზნესის რეგულირებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესახებ.
პროფესორმა შტეფან ლანგმა განიხილა პრაქტიკული მაგალითები, რომლებიც შეეხებოდა საკუთარი ბიზნესის წამოწყებას და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს.
პროფესორ შტეფან ლანგის ლექციამ დაიმსახურა სტუდენტების დიდი ინტერესი და მოწონება.
ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია. სტუდენტების მხრიდან დაისვა მრავალი შეკითხვა, რომლებიც ძირითადად შეეხებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს, ასევე სამართლებრივ და ეკონომიკურ გარემოს გერმანიაში.