24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის ანგარიში

10/16/2018

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში

2018 წლის 4-6 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მედეა ჭელიძემ მონაწილეობა მიიღო სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის უმაღლესი სკოლის მიერ ორგანიზებულ V საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „GSOM განვითარებადი ბაზრები 2018“ („GSOM EMC 2018“), სადაც მიწვეული იყო მომხსენებლად სექციაში „სტრატეგიული ფინანსები და კორპორაციული მმართველობა“.
აღნიშნული კონფერენცია უმნიშვნელოვანესი მოვლენაა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მენეჯმენტის უმაღლესი სკოლის აკადემიურ და სამეცნიერო ცხოვრებაში. იგი წარმოადგენს სამეცნიერო დისკუსიების, აქტუალური იდეების, აზრთა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან პლატფორმას განვითარებადი ბაზრების კონტექსტში. კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური.
2018 წელს მომხსენებლებად მიწვეული იყვნენ 150 მონაწილე, ხოლო სესიებში, დისკუსიებში, მრგვალ მაგიდებსა და სემინარებში მონაწილეობა მიიღო 350 მკვლევარმა, მეცნიერმა, აკადემიურმა პერსონალმა და ბიზნესმენმა მსოფლიოს 28 ქვეყნიდან. 2014-2017 წლებში ღონისძიებას დაესწრო 1300-ზე მეტი მონაწილე.
კონფერენციის მსვლელობისას მასპინძელი სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლების და მონაწილეების მხრიდან გამოითქვა აქტიური ურთიერთთანამშრომლობის მზადყოფნა, რაც გულისხმობს, მათ შორის, მონაწილეობის მიღებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მსგავს ღონისძიებებში და სხვა აქტივობებს.