10/05/2018
უცხოელი ექსპერტის ტრენინგები ჩვენი ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის
1-5 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის ორგანიზებითა და სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ხელშეწყობით, პედაგოგ-მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, გაიმართა ტრენინგები შემდეგ თემებზე:
1.სამუშაოს ორგანიზება საწარმოში
2. სამრეწველო პრობლემის გადაჭრის ეფექტური ტექნიკები
3.საწარმოო პროცესის გონივრული (Smart) ექსპლუატაცია .
ტრენინგები ჩაატარა გერმანული კომპანია „Festo Didactic”-ის მოწვეულმა ექსპერტმა (Hayrettin Karci)