24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ფაკულტეტის წარმატება

10/02/2018 პროექტი ECOMODE
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის პროექტში ECOMODE - “ეკო - ხელშეწყობა - ინოვაციური ბიზნეს-მოდელის განვითარება სამასპინძლო ინდუსტრიის მცირე და საშუალო ბიზნესში” (Fostering Eco – Innovative Business Model Development in SMEs in Hospitality Industry).

ERASMUS+ პროგრამის კონკურსში გამარჯვებული პროექტი (#2018-1-IT01-KA202-006788 (CUP code G94D18000030006)) მიზნად ისახავს ურთიერთთანამშრომლობას ინოვაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ასევე, სტრატეგიულ პარტნიორობას პროფესიული განათლების განვითარებისათვის ტრეინინგისა და სწავლების გზით. დამფინანსებელი ორგანიზაციაა იტალიის ეროვნული სააგენტო ERASMUS+ INAPP.

პროექტის კოორდინატორია პროფესიული განათლებისა და სწავლების ცენტრი, იტალიური ორგანიზაცია “Training 2000” – VET organization (პროექტის ხელმძღვანელი - დოქტორი ელმო დე ანჯელისი (Elmo De Angelis). კონსორციუმში ჩართულები არიან საქართველოს, უნგრეთის, ავსტრიის და თურქეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. საქართველოს მხრიდან პროექტში მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

სტუ-ს ეგიდით პროექტის მართვას ანხორციელებენ: კოორდინატორი პროფ. ნინო ფაილოძე (ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი), ასოც. პროფ. ნინო ჩაჩავა (არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი), პროფ. ია მოსაშვილი და პროფ. თამარ ლომინაძე (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი).

პროექტის ხანგრძლივობა 24 თვეა. იგი მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს იწყება და 2020 წლის 30 სექტემბერს დასრულდება.