24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

09/24/2018

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის
ასისტენტ–პროფესორის ვიზიტი გერმანიის „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში“

2018 წლის 6 დან 31 აგვისტოს ჩათვლით, „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა“ და გერმანიის „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტებს“ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორმა ბესიკ შერაზადიშვილმა გაიარა საწარმოო პრაქტიკა გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში მდებარე ფირმა „დბ შენკერის“ ლოგისტიკის განყოფილებაში. აღნიშნული ფირმა ახორციელებს ყველა სახის სატრანსპორტო გადაზიდვებს მსოფლიოს მასშტაბით და უწევს ფართო ლოგისტიკურ მომსახურებას ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს.
ფირმა „დბ შენკერში“ სტუ–ს ასისტენტ–პროფესორს ევალებოდა გამოეკვლია და შეეფასებინა „დბ შენკერის“ საბაზრო შანსები კავკასიის ქვეყნებში (საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში). ასევე, ფირმა „დბ შენკერის“ ხელმძღვანელობას წარედგინა პრეზენტაცია და მიეწოდა ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი ისეთი მნიშვნელოვანი ლოგისტიკური პროექტების შესახებ, როგორებიცაა – „ბაქო–თბილისი–ყარსის“ რკინიგზა და “ანაკლიის პორტი”. „დბ შენკერის“ ხელმძღვანელობისთვის საქართველოს ლოგისტიკური ბაზრის პერსპექტივების შესახებ არაერთი ინფორმაცია იყო სიახლე. ფირმა „დბ შენკერმა“ სტუ–ს ასისტენტ–პროფესორს გააცნო ლოგისტიკური პროცესები, რომლებშიც იგი ჩართულია მსოფლიოს მასშტაბით და გაუზიარა მნიშვნელოვანი ცოდნა ლოგისტიკური პროცესების მიმდინარეობის შესახებ. კერძოდ, თუ როგორ ხდება სატრანსპორტო პროცესების ორგანიზება, ინფორმაციულ სისტემაში შენახვა, როგორ ფუნქციონირებს სასაწყობე მეურნეობა გერმანიის მსხვილ ლოგისტიკურ ფირმებში.
„ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერთან ერთად შედგა შეხვედრა ქალაქ ზაარბრიუკენის ვიცე–მერთან ბატონ რალფ რატცთან, რომელთან საუბარიც შეეხებოდა ქალაქ ზაარბრიუკენისა და ქალაქ თბილისის ისტორიული ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს. ბატონმა რალფ რატცმა გამოხატა თბილისთან თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი და გამოთქვა მზადყოფნა, რომ მიიღოს ქალაქ ზაარბრიუკენის მერიაში “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიდან 2 სტუდენტი, 2–3 თვიანი პრაქტიკის გასავლელად.
აგრეთვე, პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერთან ერთად, „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში“ შედგა შეხვედრა „საერთაშორისო ევროპული კვირეულის“ კოორდინატორთან ქალბატონ დორის კოლმანთან და ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ შტეფან ჰუტერთან. მათ ასევე გამოხატეს დიდი სურვილი „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ და გამოთქვეს ინიციატივა და მზადყოფნა, რომ მიიღონ გერმანიაში 5–10 სტუდენტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიდან, რომლებიც გაეცნობიან და დააკვირდებიან გერმანული საწარმოების მუშაობის პროცესებს.
„ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში“ სტუ–ს ასისტენტ-პროფესორი დაესწრო პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერის მიერ ჩატარებულ ლოგისტიკის ონლაინ ლექციას, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით შესაძლებელი იყო ლექციის დროს ვერბალური და წერითი კომუნიკაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მყოფ სტუდენტებთან. როგორც „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში“ აღნიშნეს, ელექტრონული ფორმით ლექციის ჩატარება არის ძალზე პერსპექტიული მიმართულება სამომავლოდ განათლების სფეროში.