24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

დამატებითი მიღება მაგისტრატურაში

09/20/2018

დამატებითი მიღება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2018/2019 სასწავლო წელს
სამაგისტრო პროგრამებზე არსებულ ვაკანსიებზე

2018 წლის 19 სექტემბრის №01-09-10/184 ბრძანების თანახმად, გამოცხადდეს დამატებითი მიღება ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ ვაკანსიებზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდება საფაკულტეტო ბრძანებით შექმნილი საბუთების მიმღები კომისიების მიერ 2018 წლის 20 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე შაბათის ჩათვლით ფაკულტეტებზე.
სასპეციალიზაციო გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 25 სექტემბერის 10 საათიდან, სტუ-ის საგამოცდო ცენტრში, სტუ-ის I კორპუსი, კოსტავას ქ.68;
სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგები გამოცხადდება იმავე დღეს, 25 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
საპრეტენზიო განცხადებები მიიღება 25 სექტემბერიდან 27 სექტემბრის 14 საათამდე, საგამოცდო ცენტრში, მათი განხილვა მოხდება 27 სექტემბერს 16 საათზე; სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება იმავე დღეს 27 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
საფაკულტეტო რანჟირების დოკუმენტი გამოქვეყნდება ა.წ. 28 სექტემბერს;
მაგისტრანტობის კანდიდატმა ფაკულტეტის დეკანატში უნდა გააფორმოს ხელშეკრულება 2018 წლის 1 ოქტომბერს (წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჩარიცხულთა სიაში ვერ მოხვდება);
2018-2019 სასწავლო წლისთვის სტუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის ბრძანება გამოიცემა ამა წლის 4 ოქტომბრამდე.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებული ვაკანსიები

1. სამაგისტრო პროგრამა: საბანკო პროცესების მართვა - ვაკანსია 3
2. სამაგისტრო პროგრამა: ელექტრონული ბიზნესის ინფორმაციული ტექნოლოგიები - ვაკანსია 5
3. სამაგისტრო პროგრამა: სასტუმრო მომსახურების მართვა - ვაკანსია 2
4. სამაგისტრო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება - ვაკანსია 11
5. სამაგისტრო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) - ვაკანსია 11
6. სამაგისტრო პროგრამა: საჯარო მმართველობა (რუსულენოვანი) - ვაკანსია 5

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრანტობის კანდიდატებმა განცხადება და რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა ჩააბარონ შემდეგ მისამართებზე:
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი 704;
საკონტაქტო ტელეფონი - 551 536 011;

მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ დეკანატში წარმოსადგენი საბუთების სია:

• განცხადება რექტორის სახელზე ფაკულტეტისა და სამაგისტრო პროგრამის მითითებით
• პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
• აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი _ დიპლომი და მისი ასლი, ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მისი ასლი;
• ფოტოსურათი 4 ცალი ზომით 3 х4 სმ და CD დისკი;
• მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის);
• მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან _ www.naec.ge ).
• თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში გადახდილი 15 - ლარიანი ქვითარი. ზემოჩამოთვლილი საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში განცხადება არ მიიღება.

სასპეციალიზაციო გამოცდები სამაგისტრო პროგრამებზე ჩატარდება

2018 წლის 25 სექტემბერს სტუ-ს საგამოცდო ცენტრში, სტუ-ს I კორპუსში, კოსტავას ქ.68 შემდეგი გრაფიკით:

10:00 _12:00 საათი
• სამშენებლო ფაკულტეტი;
• ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი;
• სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი;
• ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი;
• სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი;
• აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი;
• ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი.

12:00 _14:00 საათი
• სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
• საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სასპეციალიზაციო გამოცდები ჩატარდება 2018 წლის 25 სექტემბერს 1000 საათზე, სტუ-ს I კორპუსში, (აუდიტორია №403), კოსტავას ქ.68.
დიზაინის საერთაშორისო სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე სასპეციალიზაციო გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 25 სექტემბერს 1000 საათზე, სტუ-ს მე-8 კორპუსში, (აუდიტორია №19) კოსტავას ქ.75ა.