24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტის წარმატება

09/17/2018

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტის წარმატება

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტმა გოგა გელიტაშვილმა საკმაოდ მკაცრი შერჩევის პროცედურების გავლის შედეგად უფლება მოიპოვა მონაწილეობა მიიღოს გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ფორუმში „UNCTAD Youth Forum 2018“, რომელიც გაიმართება ერთა სასახლეში, ჟენევაში 2018 წლის 22-26 ოქტომბერს.
აღნიშნულ მნიშვნელოვან ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობისთვის შეირჩევა დაახლოებით 200 ახალგაზრდა მთელი მსოფლიოდან, რომლებიც დაინტერესებული არიან ინვესტიციების, ვაჭრობის, განვითარების პრობლემებით, ასევე გამოცდილების, იდეებისა და მოწინავე მეთოდების გაცვლით.
2018 წელს ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება „UNCTAD - მსოფლიო საინვესტიციო ფორუმი 2018“-ის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს გავლენიან მსოფლიო შეხვედრას ინვესტიციების სფეროში პოლიტიკის შემუშავების კუთხით. მასში მონაწილეობენ სახელმწიფოთა ლიდერები, მთავრობათა მეთაურები, პარლამენტარები, მინისტრები, აღმასრულებელი დირექტორები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, გავლენიანი ინვესტორები, მეცნიერები, საპენსიო ფონდების და სუვერენული ფონდების ხელმძღვანელები, საერთაშორისო დონის საინვესტიციო ექსპერტები, საქმიანი წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ახალგაზრდული ფორუმის მიზანია მსოფლიოს მომავალ ლიდერებს შორის გამოცდილების გაზიარება და კავშირების დამყარება, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში მონაწილე გლობალურ მოთამაშეებთან დიალოგის გამართვა, ცნობიერების ამაღლება UNCTAD-ის საქმიანობისა და ახალგაზრდებთან დაკავშირებული პროექტების შესახებ, ადგილობრივი და გლობალური პრობლემების გადაჭრაში ახალგაზრდობის ჩართულობის ამაღლების შესახებ დისკუსიის გამართვა და სხვა.
ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში ჩატარდება სემინარები, პლენარული სხდომები, სექციური მუშაობა, სამუშაო შეხვედრები და სხვა საინტერესო ღონისძიებები. ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ „UNCTAD - მსოფლიო საინვესტიციო ფორუმი 2018“-ის ფარგლებში გამართულ მსოფლიო ლიდერების საინვესტიციო სამიტებში, მრგვალ მაგიდებში, მინისტრებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენელთა ორმხრივ და მრავალმხრივ დიალოგებში, სამეცნიერო წრეებსა და კერძო სექტორს შორის გამართულ დისკუსიებში, დაჯილდოვების ცერემონიაში (მ.შ. „ქალები ბიზნესში 2018“), ასევე სხვა ღონისძიებებში, რომლებიც გაშუქდება საერთაშორისო მედიის მიერ.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტს ამ წარმატებას!