24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე მაგისტრატურაში ჩარიცხვის შესახებ

08/22/2018

2018/2019 სასწავლო წელს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე არსებულ სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსის წესით ჩარიცხვის შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2018 წლის 17აგვისტოს №01-09-10/154 და № 01-09-10/156 ბრძანებების თანახმად ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრატურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2018 წლის 3 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 1000 საათიდან 1600 საათამდე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე (მ. კოსტავას 77, სტუ-ის VI სასწავლო კორპუსი, VII სართული, ოთახი 704, საკონტაქტო ტელეფონი - 551 536 011). 


მაგისტრანტობის კანდიდატმა დეკანატში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები: 


განცხადება რექტორის სახელზე ფაკულტეტისა და სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
• პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
• აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი და მისი ასლი, ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მისი ასლი;
• ფოტოსურათი 4 ცალი, ზომით 3 х4 სმ; CD დისკი;
• მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის);
• მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან (www.naec.ge );
• თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში გადახდილი 15 - ლარიანი ქვითარი.

საბანკო რეკვიზიტები: 

მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი: TRESGE22

მიმღების ანგარიში:   სახაზინო კოდი 708977289 (სწავლის საფასური სტუდენტებისთვის)

სახაზინო კოდი 708977259 (მაგისტრატურაში 15 ლარიანი მომსახურების ანგარიში) 



დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. საბუთების პირველადი შემოწმება ხდება ფაკულტეტის დეკანატში. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს. 


დეკანატის მიერ ვიზირებულ განცხადებას, საბუთებთან ერთად, აპლიკანტი აბარებს სტუ-ს კანცელარიას; 


სტუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მიღებული აქვს აღნიშნული ტესტების მინიმალური გამსვლელი ქულები: 


• წაკითხულის გააზრება - 6,4 ქულა;
• ანალიტიკური წერა - 7.0 ქულა;
• ლოგიკური მსჯელობა - 5.2 ქულა;
• რაოდენობრივი მსჯელობა - 5,2 ქულა. 


აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს სასპეციალიზაციო გამოცდა შესაბამის საგანში. საგამოცდო ფურცელში, რომელიც გაიცემა ფაკულტეტებზე, მითითებულია გამოცდის თარიღი და ადგილი. კონსულტაციები სასპეციალიზაციო გამოცდებისათვის ჩატარდება შესაბამის ფაკულტეტებზე. 


სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად აპლიკანტმა სასპეციალიზაციო გამოცდაში ასევე უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. 


სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური გამსვლელი ქულა ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 32 (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან), მინიჭებული კოეფიციენტი - 65.

სასპეციალიზაციო გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 18 სექტემბერს სტუ-ის საგამოცდო ცენტრში, სტუ-ის I კორპუსში, კოსტავას ქ.68: 1130 -1330 საათი

სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგები გამოცხადდება 17და18 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე

ტესტების ნიმუშების სანახავად გადადით http://gtu.ge/Study-Dep/News/?ELEMENT_ID=10225

  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე არსებული სამაგისტრო პროგრამებია:



სამაგისტრო პროგრამის
დასახელება, რომელზედაც
შესაბამის წელს მოხდება
მაგისტრანტების 
კანდიდატთა მიღება

მისანიჭებელი 
კვალიფიკაციის
დასახელება   

სწავლების
ენა   

    

სამაგისტრო
პროგრამაზე
განსაზღვრული
მისაღები ადგილების
რაოდენობა


   

1.ბიზნესის ადმინისტრირებ

 

   

 ბიზნესის
  ადმინისტრირების
მაგისტრი   

     

ქართული 

     

165

2.საჯარო მმართველობა
 

საჯარო 
მმართველობის
მაგისტრი


   

 ქართული 

     

35

3.საბანკო პროცესების
მართვა
 

ფინანსების მაგისტრი

 ქართული          

35

4.ბიზნესის ადმინისტრირება
(ინგლისურენოვანი)   
      

ბიზნესის
  ადმინისტრირების
მაგისტრი   

 ინგლისური    

 20

5.საჯარო მმართველობა
(რუსულენოვანი)
   

 საჯარო 
მმართველობის
მაგისტრი

   

 რუსული

 

10


6.ელექტრონული ბიზნესის
საინფორმაციო ტექნოლოგიები
 

ინტერდისციპლინური
ინფორმატიკის
მაგისტრი


 

ქართული

   

 10

7.სასტუმრო მომსახურების
მართვა

 ტურიზმის მაგისტრი

   

 ქართული

     

10