მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ვორქშოპი

05/07/2018

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატება

2018 წლის 28 აპრილს DAAD-ის პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა ჰაკათონი Raspberry Pi-ს გამოყენებით, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა - ხატია მელაძემ და გიორგი შალვაშვილმა (ხელმძღვანელი - სტუ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი ია მოსაშვილი). მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში უტარდებოდათ ვორქშოპი, რომელსაც უძღვებოდა გერმანელი პროფესორი მარიო ნოგებაუერი. სტუ-ს სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იყო ჭკვიანი სახლის ავტომატური განათების სისტემა. ჰაკათონის პირველ და მეორე ადგილზე გასული სტუდენტები ხატია მელაძე და გიორგი შალვაშვილი კომპანია Smart Web-ში სტაჟირებით დაჯილდოვდნენ.