მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პროექტი "შეხვედრები დამსაქმებლებთან" - ცნობილი საწარმოებისა და კომპანიების წარმომადგენლები სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე

03/07/2018 21 და 28 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე გაიმართა შეხვედრები საქართველოს ცნობილი საწარმოებისა და კომპანიების წარმომადგენლებთან.

შეხვედრები გაიმართა პროექტის ფარგლებში „შეხვედრები დამსაქმებლებთან“. მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა: სადაზღვეო კომპანია „ალდაგი“, „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია“, “FMGSoft“, შპს „არი“, პროექტ სერვისი XXI, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, შპს „ორისი“, სსს „ანალიზხელსაწყოს“, შპს ორიენტლოჯიკი, შპს მაგთიკომი, სს „ხალიკ-ბანკი საქართველო“ და სხვ.

შეხვედრები მიზნად ისახავდა სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და საწარმოების (დამსაქმებლების) ურთიერთმშრომლობის გაღრმავებას; დამსაქმებლების მოსაზრებების წარმოდგენას და მათი წინადადებების გათვალისწინებას ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირების პროცესში, ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შესაბამისად და საბოლოოდ, მაღალკვალიფიციური კადრების მომსამზადებლად.

დამსაქმებლებთან შეხვედრებზე განხილული იქნა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირების საკითხები და სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკასთან დაკავშირებული დეტალები.