მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი იწვევს აბიტურიენტებს შეხვედრებზე

03/05/2023


17 მარტიდან, ყოველ შაბათს, ნიკოლოზ საკანდელიძე, გიორგი გელაშვილი და არჩილ შარაშენიძე დაგეხმარებიან, გაიგო, რა არის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, როგორია ამ სფეროში კარიერის განვითარების გზები, დაწერო პირველი პროგრამა, შექმნა მომხმარებლის ინტერფეისი, განახორციელო ხელოვნურ ინტელექტთან პირველი ინტერაქცია და მიიღო ძალიან ბევრი და საინტერესო ინფორმაცია შენთვის სასურველ კითხვებზე.


შეხვედრის თემები დეტალურად:

  •  გაცნობა, შესავალი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში. რატომ უნდა გახდე პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი და რა უნდა იცოდე სურვილის შემთხვევაში.
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის ტიპები, კარიერის გზები, თანამედროვე ინჟინრების მიერ შექმნილი რეალური მაგალითები/პროდუქტები და მათი გამოყენების გზები.
  •  კარიერული განვითარების გზები გლობალურ და ლოკალურ ბაზარზე. სად, როგორ, რანაირად შეგვიძლია, მოვიძიოთ ჩვენთვის საინტერესო რესურსები/ვაკანსიები და ადამიანები.
  • პროგრამული უზრუნველყოფის top პოპულარუი ენები: Java, Python, Javascript, C,  მათი მიმოხილვა და გამოყენების ზოგადი გზები. აქ მიიღებ პასუხს, თუ რომელი ენა არის შენთვის ყველაზე საინტერესო.
  •  პროგრამირების პრაქტიკული შესავალი Karel-ით.  დაწერე და გააანალიზე შენი პირველი მუშა პროგრამა.
  • კარელი #2. პროგრამირების პრიმიტივები, ალგორითმები და მათი გამოყენება რეალური პროგრამირების ამოცანებში.
  •  რა არის User Interface (მომხმარებლის ინტერფეისი), ვებ (web) პროგრამირება, როგორ მუშაობს ბრაუზერი და ინტერნეტი. შექმენი შენი პირველი საიტი (HTML,CSS,Javascript).
  •  Hardware ინჟინერიის საწყისები, იდეები და მათი გამოყენების პრაქტიკული, თანამედროვე მაგალითები.
  • ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები, რა არის და როგორ მუშაობს ChatGPT. ხელოვნურ ინტელექტთან შენი პირველი ინტერაქცია.
  • კურსის შემაჯამებელი ნაწილი. ყველა გავლილი თემის მიმოხილვა. პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებისთვის ყველაზე აქტიურად გამოყენებადი პლატფორმების მიმოხილვა, სადაც შეგიძლია განვითარდე: Github, Stackoverflow, Linkedin და ა.შ.

 

კურსის წამყვანები:

არჩილ შარაშენიძე

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის მაგისტრატურის სტუდენტი. 3 წლიანი აქტიური გამოცდილებით Software Engineer-ის პოზიციაზე როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებში. როგორებიცაა: Azry, Quantori, Gopeer და Grid dynamics. არჩილი სპეციალიზდება როგორც Backend, ისე Front-end ინჟინერიასა და დისტრიბუციული სისტემების შექმნაში, ისეთი დარგების პროექტებისთვის როგორიცაა: FinTech, ბიოინფორმატიკა და ლოჯისტიკური პლატფორმები.

ასევე აქტიურად იყო ჩართული აკადემიურ სწავლებაში Java პროგამირების ენის ლექტორად სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში.
2019 წლიდან  გუნდთან ერთად წარმატებით მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა სტარტაპ აქსელერატორების კონკურსებში, როგორებიცაა: Social Impact Award-ი, EuHack, Night-Lab Hackathon, TechupLab.


გიორგი გელაშვილი
 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის მაგისტრატურის სტუდენტი. ამჟამად არის Senior Software Engineer-ი კომპანია Quantori-ში. აქვს 3 წლიანი ინტენსიური გამოცდილება ბიოინფორმატიკის დარგში, როგორც ტექნიკური განხრით, ისე დარგობრივი ცოდნის მხრივ. სპეციალიზდება ბექენდ ინჟინერიაში. კერძოდ კი: Java, C++ პროგრამირების ენებში, რობოტიკასა (embedded software engineering) და მათთან დაკავშირებულ პროგრამირების მეთოდოლოგიებში.

წარმატებით აქვს მონაწილეობა მიღებული, საკმაოდ, ბევრ ჰაკათონში რობოტიკის განხრით. აქვს კომპლექსური open source პროექტები რობოტიკის დარგში, რომლის საფუძველზეც არაერთი სხვა ქართველი სტუდენტის პროექტი გაკეთებულა.


ნიკოლოზ საკანდელიძე
  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის სტუდენტი. აქვს Software Engineer-ად მუშაობის გამოცდილება უცხოურ (გერმანულ, ამერიკულ და სხვა) კომპანიებში, როგორებიცაა: Quantori, Gopeer, Syniotec და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა დარგის გაციფრულების პროექტებში, როგორებიცაა: ბიოინფორმატიკა, სამშენებლო სისტემების თრექინგი და მენეჯმენტი, სასწავლო სისტემების პლატფორმების შექმნა და ა.შ.

სპეციალიზდება Backend ინჟნერიაში, Cloud ტექნოლოგიებსა და Devops-ში.
აქვს მრავალფეროვანი პროექტების საწყისი ეტაპიდან შექმნის გამოცდილება და მრავალფეროვანი ტექნოლოგიური გამოცდილება დაპროგრამების ენებში/ტექნოლოგიებში როგორებიცაა:Java, JavaScript, Python, Typescript, Amazon Web Services და ა.შ.
2019 წლიდან წარმატებით მიიღო გუნდთან ერთად მონაწილეობა და გაიმარჯვა სტარტაპ აქსელერატორების ისეთ კონკურსებში როგორებიცაა: Social Impact Award-ი, EuHack, Night-Lab Hackathon, TechupLab.

გამოიყენე შესაძლებლობა და დარეგისტრირდი: 

https://forms.gle/yhFaj37c3fsSrerq7