მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ჭკვიანთა სამჭედლო აცხადებს მსურველთა მიღებას

02/22/2023                                                       



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი და
ჭკვიანთა სამჭედლო აცხადებს მსურველთა მიღებას შემდეგ კურსებზე:
✅ ელექტრონიკა;
✅ მიკროკონტროლერის დაპროგრამება (Arduino);
✅ პროგრამირების ენა პითონი;
✅ რობოტიკა;
კურსის ხანგრძლივობა 3 თვე;
მეცადინეობა ყოველ კვირას 2 საათი;
საფასური თვეში 100 ლარი თითოეულ კურსზე;
ორი ასაკობრივი ჯგუფი: 8–დან 12–მდე .12–დან 17–მდე;
ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა 7;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 15 მარტამდე გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfLwFlt1TCiYt0n0ugBfKRjHtVJzvveSbKO5aCOZssMnSIe_A/viewform?fbclid=IwAR3Hv22aDTVyFMs1WdTWV7NLwQYwXCSZRrRTKDx48FCtjxOsl74DngwTcHc

პროგრამირება პითონი
პროგრამირების კურსის მიზანია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენის პითონის სწავლება პრაქტიკული პროექტების კეთებით, ალგორითმის შედგენა, შესაბამისი კოდის დაწერა და რეალიზება, პროგრამირების გამოყენება ინჟინერიის მარტივ პროექტებში.
ელექტრონიკა
ელექტრონიკის კურსის მიზანია მოსწავლეებს შეასწავლოს ელექტრონიკის საკითხები, კომპონენტები, წრედის აწყობა, მიმდევრობით პარალელური შეერთება . ციფრული სიგნალი, ანალოგურ-ციფრული გარდაქმნა, მიღებული ცოდნის საფუძველზე პრაქტიკული პროექტების რეალიზება. კეთებით სწავლებაზე ორიენტირება და ტრანსფერული უნარების განვითარება.
მიკროკონტროლერის პროგრამირება
მიკროკონტროლერის პროგრამირება შეისწავლება არდუინოს გამოყენებით. იგი მოიცავს, სენსორებს, აქტუატორებს , მიკრკონტროლერის აგებულებას, პროგრამირების საკითხებს. კურსი ორიენტირებულია პრაქტიკული პროექტების შექმნაზე , შემოქმედებითი საინჟინრო უნარების განვითარებაზე.
რობოტიკა
რობოტიკის კურსის მიზანია რობოტების აწყობა. მექანიკის, ელექტრონიკის, პროგრამირების საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება და რობოტში რეალიზება. რობოტის ცალკეული ნაწილების მუშაობის და დანიშნულების შესწავლა. პრაქტიკული კეთება.