მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფებოდნენ საფრანგეთის ქალაქ ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორები

12/16/2022             

12 დეკემბრიდან ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფებიან საფრანგეთის ქალაქ ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორები ბატონი ნასიმ იადადენე და ქალბატონი ვირა ვანეპენი.

ბატონი ნასიმი იმს ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ერთი კვირის განმავლობაში, ჩაატარებს ლექციებს ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, იმართება შეხვედრები უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ურთიერთთანამშრომლობის მეტად გაღრმავების მიზნით. მომავალი თანამშრომლობა იგეგმება ერთობლივი კვლევითი და აკადემიური საქმინობის, ასევე, ახალი სასწავლო პროგრამების შემუშვებაში თანამშრომლობის მიმართულებით.