მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“

12/16/2022
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ახალგაზრდებში ინოვაციური იდეების აღმოჩენას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში (STEM) პროექტების წახალისებას ისახავს მიზნად.

ყველა პროექტი შესრულებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტთან არსებული ვირტუალური პროექტირებისა და კონსტრუირების ცენტრის ბაზაზე, ცენტრის ხელმძღვანელის დავით სონღულაშვილის და დოქტორანტების მარეხ მაზანაშვილისა და ტოლია კილასონიას მენტორობით.

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გახდა , გუნდ LIGGA-ს
პროექტით, „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“ .

გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში. კონკურსს აფინანსებს აშშ-ის საელჩო საქართველოში.


  

გუნდი LIGGA-ს წევრები არიან:
გეგა შავდათუაშვილი- სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია- Gess”;
ირაკლი ქუცნაშვილი- ქართულ- ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი;
ლიზი თეთრაშვილი-თბილისის მწვანე სკოლა;
ალექსანდრე კუხიანიძე-ქართულ- ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ (ქუთაისი);
გიორგი ტყებუჩავა- წმინდა ალექსი შუშანიას მართმადიდებლური სკოლა გიმნაზია

2022 წლის „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში“ მესამე ადგილზე გავიდა გუნდი “Mad Scientists”. გუნდი ლიბერთი ბანკმა შვეიცარიაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) სასწავლო ვიზიტით დააჯილდოვა.
გუნდის წევრები არიან: ვლადიმერ კომაროვის სახელობის N199 სკოლის მოსწავლეები -
ნინო ჩხაიძემ, თამარ ფეიქრიშვილმა, ანანო ბახტაძე.

ქართულ -ამერიკული სკოლა პროგრესი- ნუცა ჭულუხაძე
თბილისის N202 საჯარო სკოლა- მიხეილ სიხარულიძე,
გუნდი-Safe Space
მიღებული ჯილდო: პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში EPAM Garage-ში მონაწილეობის მიღება.
გუნდის წევრები არინ:
მარიამ ჯუღელი -ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
ლიზი უკლება-ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
საბა ხაბურზანია- წმ.ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია
ნინო კუტივაძე- სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლა
ლიზი ჩარექიშვილი- სკოლა: ქ. ხაშურის #1 საჯარო სკოლა

    

გუნდი: DNG
პროექტი: თოჯინა გიდი
მიღებული ჯილდო: სან დიეგოს უნივერსიტეტის რჩეული გუნდი-ფულადი ჯილდო და სან დიეგოს უნივერსიტეტის დაფინანსება.
გუნდის წევრები:
1. გელიაშვილი მარიამი,
სკოლა: თბილისის ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი “პროგრესი”
2. ანრი მამულაძე
სკოლა: ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია “პროგრესი”
3. მარიამ ჭაბაშვილი
სკოლა: ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლა
4. ნიკოლოზ სიხარულიძე
სკოლა: სერვანტესის სახელობის გიმნაზიის აია-Gess
5. ნიკა ლიპინსკი
სკოლა: სერვანტესის სახელობის გიმნაზიის აია-Gess