მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ოლიმპიადა დაპროგრამებაში

12/17/2021


ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინიციატივით, ფუნდამენტური დაპროგრამების სწავლების დონის გაუმჯობესებისა და უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამების ოლიმპიადებში სტუ-ს სტუდენტების ჩართულობის გაზრდის მიზნით,  22 დეკემბერს 16:00 სთ. - ზე გაიმართება ოლიმპიადა  დაპროგრამებაში: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2021 წლის პირადი პირველობა“


აღნიშნული შეჯიბრება პროფესორ თეოდორე ზარქუას ხელმძღვანელობით, ტარდება ე.წ. ICPC-ის (International Collegiate Programming Contest) წესებით.

მონაწილეობა შეუძლია სტუ-ს ყველა საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტს. ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგი ბმულიდან: https://forms.gle/cA5nxbw2eExUd9Sj8  არა უგვიანეს 21 დეკემბრის დღის ბოლომდე, ანუ 22 დეკემბრის 00:00-დე.

შეჯიბრებაზე შეთავაზებული ამოცანების დონის შესახებ წარმოდგენის მისაღებად გაწვდით სტუ-ს 2013 წლის პირადი პირველობის ამოცანების პირობებს https://drive.google.com/file/d/1wyKe7w4wYpJSbVv3xErKlMlLSiBxvPlk/view?usp=sharing . მსურველებს ასევე შეუძლიათ შეეცადონ ამ ამოცანების ამოხსნა უკრაინულ 24 საათიან საოლიმპიადო საიტზე ბმულიდან: https://www.eolymp.com/ru/contests/2573

დაპროგრამებაში სტუ-ს 2021 წლის პირადი პირველობა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

    • 22.11.2021      16:00 – 16:50 – პრაქტიკული (სასინჯი ტური).
    • 22.11.2021      17:00 – 21:00 – ძირითადი ტური.
    • 22.11.2021      21:10 – 22:30 – ამოცანათა გარჩევა.

ამოცანათა ამოხსნა შესაძლებელია დაპროგრამების შემდეგ ენებზე C/C++, Java, Python, Kotlin . დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 495910