მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუდენტებისთვის!

06/28/2020

2020 წლის 29 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, ინდივიდუალური საგანმანათლებლო გრაფიკის ფარგლებში, წარიმართება სასწავლო კურსების (საგნების) აღდგენის პროცესი იმ სტუდენტებისთვის, რომელებმაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლეს დისტანციურ სწავლებაში ჩართვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისდავით გურგენიძის გადაწყვეტილებით, სტუ-ის სასწავლო დეპარტამენტმა შემუშავა ოპტიმალური საგამოცდო ფორმატი.

შუალედური გამოცდების აღდგენა, ასევე, ფინალური გამოცდების ჩაბარება სტუდენტს შეეძლება სურვილის მიხედვით, მისთვის მისაღები ფორმატით.

  • ონლაინ ფორმატში: დისტანციური სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე - www.elearning.gtu.ge  და/ან სტუ-ის საგამოცდო ცენტრის პორტალზე - www.testing.gtu.ge  
  • ან ლაივ-ფორმატში: უნივერსიტეტის შესაბამის აუდიტორიაში ან საგამოცდო ცენტრში.

შუალედური გამოცდების ჩატარების ეტაპები

  • 6 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით დამატებით ჩატარდება შუალედური გამოცდები, იმ სტუდენტებისთვის, ვინც გამოცდაზე არ გასულა მე-11 კვირაში.  
  • შუალედური გამოცდები ჩატარდება პროფესორების მიერ სისტემაში უკვე ატვირთული (ძველი) ვარიანტებით ონლაინ. პარალელურ რეჟიმში შუალედური გამოცდების ცხრილში მითთებულ დროს, პროფესორი უნდა იმყოფებოდეს ცხრილში მითითებულ აუდიტორიაში, რათა მიიღოს ის სტუდენტები, ვისაც არა აქვს წვდომა ინტერნეტთან; 
  • ცხრილები გამოქვეყნდება 30 ვნისს;
  • პროფესორ 18 ივლისამდე უნდა გაასწორო შუალედური გამოცდის ნაშრომები (როგორც კონტაქტურ რეჟიმში ჩატარებული, ასევე elearning.gtu.ge-ზედა შეიტანოს ელექტრონულ ჟურნალში;
  • 18 ივლისს 17 საათზე ელექტრონულ ჟურნალში შუალედური გამოცდების გრაფები დაიხურება;
  • შუალედური  გამოცდების დაწყების და დასრულების დროს მითითებას უზრუნველყოფს დეკანატები, პროფესორებს ევალებათ ზემოთ მითითებულ ვადებში ნაშრომების გასწორება და ელექტრონულ ჟურნალში შედეგების ასხვა.

დასკვნითი და დამატებითი  გამოცდების ჩატარების ეტაპები

  • დასკვნითი გამოცდები ჩატარდება 20 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო დამატებითი გამოცდები - 3 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით; 
  • პროფესორებმა 6 ივლისამდე უნდა მოამზადონ დასკვნითი გამოცდის ბილეთის  4 განსხვავებული ვარიანტი და დამატებითი გამოცდისთვის - 2 განსხვავებული ვარიანტი;
  • 10 ივლისიდან  16 ივლისამდე მათ შეეძლებათ ატვირთონ დასკვნითი და დამატებითი გამოცდის ვარიანტები თავიანთი სასწავლო კურსის თავში, სადაც დახვდებათ ასატვირთი საგამოცდო დავალებების აქტივობები (4 აქტივობა  დასკვნითი გამოცდის და 2 - დამატებითი გამოცდის);
  • დასკვნით და დამატებითი გამოცდების დაწყების და დასრულების დროის მითითებას უზრუნველყოფს დეკანატები, გამოქვეყნებული ცხრილების შესაბამისად.
  • პროფესორებს ევალებათ მხოლოდ დასკვნით და დამატებითი გამოცდების ვარიანტების ატვირთვა, შემდეგ ვადების შესაბამისად  ნაშრომების გასწორება და ელექტრონულ ჟურნალში შედეგების ასახვა.
  • დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ცხრილის შესაბამისად პროფესორი უნდა იმყოფებოდეს ცხრილში მითითებულ აუდიტორიაში, რათა მიიღოს ის სტუდენტები, ვისაც არა აქვს წვდომა ინტერნეტთან.
  • ის სტუდენტები, რომლებსაც სემესტრის განმავლოში არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტთან და ვერ ისარგებლეს სწავლების ონლაინ ფორმატით, სტუ-ის საგმოცდო ცენტრში  ჩასაბარებელ სასწავლი კურსებს (საგნებს) ჩააბარებენ სტუ-ის პირველი კორპუსის პირველ სართულზე  საგამოცდო ცენტრში.
  • ამ კატეგორიის სტუდენტებისთვის მიმდინარე აქტივობების აღსადგენად, ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსდება და ფაკულტეტის დეპარტამენტეში თვალსაჩინო ადგილზე გამოიკვრება კონსულტაციების გრაფიკი ყველა საგანში.