მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ს სამედიცინო ფიზიკის პროგრამის მაგისტრანტი თათია გონაშვილი იულიხის კვლევით ცენტრში

12/20/2019 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიკის პროგრამის მაგისტრანტი თათია გონაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2019 წლის გრანტის მფლობელი გახდა.

თათია გონაშვილმა წარმატებით დაამთავრა სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა. ხანგრძლივი სტაჟირებებით 2-ჯერ იმყოფებოდა იულიხის კვლევით ცენტრის ნეირომედიცინისა და მედიცინის ინსტიტუტში. „შემოდგომის ლექციების“ აქტიური მონაწილე თათია გონაშვილი, ასევე, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა კონფერენციებში და არის სტუ-ს მიერ ორგანიზებული კონფერენციების გამარჯვებული. ის 3 სამეცნიერო სტატიის ავტორია.

თათია გონაშვილის ხელმძღვანელია ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი და იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის (INM-5) დირექტორი, პროფ. ბერნდ ნოიმაიერი და დოქტორი ინგო სპაჰ.

ქართველი მაგისტრანტი სამაგისტრო ნაშრომს იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტში 6 თვის განმავლობაში შეასრულებს.