მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები პოტენციურ დამსაქმებელს შეხვდნენ

07/05/2019

ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები პოტენციურ დამსაქმებელს შეხვდნენსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები პოტენციურ დამსაქმებელს შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ამჯერად კომპანია Greentest-ის წარმომადგენლებთან შედგა. 

ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები პოტენციურ დამსაქმებელს შეხვდნენტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კომპანია Greentest-თან კოლაბორაცია  მრავალმხრივ საინტერესოა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ კომპანიას მრავალწლიანი   თანამშრომლობა აკავშირებს წამყვან ვენდორებთან, როგორიცაა: Cisco, Microsoft და HP. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ ამჟამად, Greentest-ი, პარტნიორ Wandio-თან ერთად, ახორციელებს პროფესიონალების გადამზადებასა და დასაქმების პროგრამას პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების დარგში. პროგრამის ფარგლებში, პარტნიორების მოთხოვნების შესაბამისად, კანდიდატებს საქართველოში მოქმედი წამყვანი კომპანიები გადაამზადებენ. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, კანდიდატი გარანტირებულად დასაქმდება. სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტების დაინტერსების შემთხვევაში, Greentest-ის თანამშრომლები მზადყოფნას გამოთქვამენ, დასაქმების პროგრამის შესახებ ტექნიკურ უნივერსიტეტში პრეზენტაცია ჩაატარონ. 

ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები პოტენციურ დამსაქმებელს შეხვდნენGreentest-ის წარმომადგენელმა დავით ბოლქვაძემ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სპეციალური მომზადება შესთავაზა, რაც კომპანიის ბაზაზე სხვადასხვა ტიპის IT სასწავლო და სასერტიფიკატო კურსების გავლას ითვალისწინებს.

ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები პოტენციურ დამსაქმებელს შეხვდნენშეხვედრას, რომელიც ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ესწრებოდა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მენეჯერი, პროფესორი ოთარ შონია, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ საჭიროა აქტიური დიალოგი IT კლასტერის წარმომადგენლებსა და სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შორის, რათა სამომავლოდ, ბაზრის მოთხოვნები უფრო მკაფიოდ აისახოს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში. თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე, სტუდენტების მეტად ჩართულობისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ისაუბრეს სტუ-ის ქსელების მართვის ცენტრის უფროსმა ზაზა ცირამუამ, ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ თინათინ კაიშაურმა, სპეციალისტმა ხათუნა ქორთიაშვილმა და ფაკულტეტის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის მთ. სპეციალისტმა   ალექსანდრე  დემეტრაშვილმა. 

ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები პოტენციურ დამსაქმებელს შეხვდნენშეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გადამზადებით დაინტერესებულ სტუდენტთა შესახებ ინფორმაციას კომპანია Greentest-ს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი უახლოეს მომავალში მიაწვდის.