მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

CyberLab პორტალის პრეზენტაცია

11/19/2018 მოგესალმებით  პატივცემულო მეგობრებო,

26 ნოემბერს 12 საათზე, გვსურს მოგიწვიოთ საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-სა დასაქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის CERT-GOV-GE  ერთობლივი პროექტის,  კიბერ სავარჯიშოების პორტალის www.cyber-lab.tech პრეზენტაციაზე. 

პორტალი ძირითადად განკუთვნილია საქართველოს უნივერსიტეტების ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულების სტუდენტებისთვის, რათა მათ გაიღრმაონ პრაქტიკული უნარები კიბერ ინციდენტების აღმოჩენასა და რეაგირებაში. პორტალი აგრეთვე სასარგებლო იქნება საჯარო დაკერძო სექტორში მომუშავე IT პერსონალისთვის და მათ დაეხმარება სწრაფად და ეფექტურად მოახდინონ რეაგირება კიბერ ინციდენტებზეორგანიზაციის კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაში.

პორტალის შექმნის სამუშაოები მხარდაჭერილია ევროკომისიის EaPConnect-ის პროექტის მიერ.

პრეზენტაციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1 კორპუსი (სააქტო დარბაზი)
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1

გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია, აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ ლექტორებს და სტუდენტებს.

გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა. 

პატივისცემით,

რამაზ ქვათაძე