მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მართვის სისტემების N 71 დეპარტამენტი

მართვის სისტემების დეპარტამენტს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს დაარსების დღიდან (1963) დღემდე. დეპარატამენტი წლებია ამზადებს სპეციალისტებს ისეთი წამყვანი დარგისთვის, როგორიცაა მართვის სისტემები და ავტომატიზაცია.
მართვის სისტემები და ავტომატიზაცია თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა, რომელიც შეისწავლის ავტომატური მართვის სისტემების დაპროექტებისა და ექსპლუატაციის, კონტროლისა და მართვის პრინციპებს, ანალიზისა და სინთეზის მეთოდებს.
მართვის სისტემების და ავტომატიზაციისა პროფილით განათლების მიზანია მოამზადოს ნებისმიერი დინამიკური სისტემის (მოწყობილობის, პროცესის) ავტომატური მართვისათვის აპარატურული, ალგორითმული და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა-დანერგვა-ექსპლუატაციაზე ორიენტირებული სპეციალისტი, რომელიც დაუფლებულია მართვის თეორიისა და პრაქტიკის, ტექნოლოგიური პროცესების მოდელირებისა და ოპტიმალური მართვის, ავტომატიზაციის თანამედროვე ტექნიკური საშუალებების, მიკროელქტრონული და მიკროპროცესორული ციფრული ტექნიკის, ინფორმაციული ქსელებისა და ტელეკომუნიკაციის საშუალებების, ალგორითმიზაციისა და დაპროგრამების და სხვა დისციპლინების საფუძვლებს.
დეპარტამენტს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია მართვის თეორიისა და მეთოდების განვითარების საქმეში, ცალკეული ობიექტების მართვის სისტემებიდან დაწყებული და რთული კომპლექსების მართვის სისტემებით დამთავრებული. დეპარტამენტის პროფესორ-სწავლებელთა კოლექტივს ტრადიციულად მაღალი კვალიფიკაცია გააჩნია.
მართვის სისტემების დეპარტამენტი ამზადებს ბაკალავრებს, მაგისტრებს და დოქტორანტებს.
კურსდამთავრებულები შესაძებელია დასაქმდნენ საქართველოში არსებულ თანამედროვე სამრეწველო საწარმოებში, კორპორაციებსა და ფირმებში, ენერგეტიკიში, სატრანსპორტო დაწესებულებეში, საბაკო სექტორში და სხვა. კერძოდ, ყველა იმ სფეროში, სადაც გაომიყენება ავტომატიზაცია და მართვა.
მართვის სისტემების დეპარტამენტში სპეციალისტების მომზადებას ემსახურება 7 სა­ს­წავ­­ლო ლაბორატორია: მართვის ტექნიკური სისტემების ლაბორატორია; მართვის სისტემების მოდელირების ლაბორატორია; მართვის ციფრული სისტემების ლაბორატორია; მართვის სისტემების კომპონენტების ლაბორატორია; დაპროგრამების ალგორითმული ენების ლაბორატორია; ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია; გამოთვლითი მეთოდების ლაბორატორია.
მართვის სისტემების დეპარტამენტს სამეცნიერო და სასწავლო კავშირები გააჩნია საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთა. კერძოდ, გერმანიის ქ. კაიზერსლაუტერის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და ფოლკცვაგენის ფონდის ფინანსური დახმარებით 2009-2010 წლებში გადაიარაღდა და გაიხსნა 2 სპეციალიზებული ლაბორატორია, სადაც სტუდენტები ეუფლებიან მართვის ციფრული სისტემებისა და მიკროპროცესორული სისტემების დაპროექტებისა და ექსპლუატაციის თანამედროვე მეთოდებს.
იგეგმება კიდევ ერთი ლაბორატორიის დაფინანსება.
აღნიშნული უნივერსიტეტის ხელშეწყობით დეპარტამენტში მოქმედებს საპილოტე პროგრამა, რომლის მიზანია სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის კურირება: ბალკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტთა სწავლება გერმანიის ქ. კაიზერსლაუტერნის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
2008, 2013 სასწავლო წელს ჩვენმა სტუდენტებმა (1 მაგისტრანტი, 2 ბაკალავრი) წარმატებით გაიარა კურსი გერმანიაში, კაიზერსლაუტერნის ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრო-ტექნიკისა და საინფორმაციო ტექნიკის ფაკულტეტზე.
მართვის ციფრული სისტემების ლაბორატორია
გაიხსნა 2010 წელს გერმანიის ქ. კაიზერსლაუტერნის ტექნიკური უნივერსიტეტის და ფოლკცვაგენის ფონდის ფინანსური დახმარებით

მართვის სისტემების N71 დეპარტამენტის ოფიციალური ვებ გვერდი