ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









პარიზ-საკლეს უნივერსიტეტი (Paris-Saclay University) (ჟიფ-სიურ-ივეტი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 17.01.2022.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 21 იანვრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 25 იანვრამდე.

დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, სააპლიკაციო ფორმასამედიცინო დაზღვევა, საცხოვრებელი იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 4 სტუდენტის მობილობა სტაჟირების მიზნით, 2-2 თვის ხანგრძლივობით, 2022 წლის აპრილ-მაისში. პრიორიტეტულია ფიზიკისა და სამედიცნო ფიზიკის მიმართულებები).


აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 17.01.2022.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 21 იანვრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 25 იანვრამდე.

პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, კოორდინატორი უნივერსიტეტიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, 2022 წლის თებერვალში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება ფიზიკისა და სამედიცნო ფიზიკის მიმართულებებს).

 

სიახლეებში დაბრუნება