ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ISEN Lille უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (საერთაშორისო კვირეული)









ISEN Lille უნივერსიტეტი (Junia ISEN Lille) (ლილი, საფრანგეთი)  ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი). 

შერჩევის პროცედურა: 

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 17 იანვარი.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 21 იანვრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 25 იანვრამდე.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

აკადემიური პერსონალის მობილობა ითვალისწინებს ISEN Lille უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, 2022 წლის 21-25 მარტს დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობას.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური პერსონალის მობილობა ISEN Lille უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ჩაშენებული ელექტრონიკის, დიდი მონაცემების (Big Data), პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერინგის მიმართულებები).

 

სიახლეებში დაბრუნება