ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (University of Valladolid - UVa) (ვალიადოლიდი, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადაა 10.11.21.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 12 ნოემბრამდე.
ვალიადოლიდის უნივერსიტეტის ვებგვერდზე სააპლიკაციო განაცხადების ატვირთვის ბოლო ვადა: 15.11.2021.
გასაუბრება სტუ-ს საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 17 ნოემბრამდე.

სტუ-ს სტუდენტებისთვის ვალიადოლიდის უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიმართულებების მიხედვით:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის
  • ჰუმანიტარული სპეციალობები (Himanities)
  • მეცნიერების ფაკულტეტი (Faculty OF Science)
  • სატყეო (Forestry)
მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
  • გარემოსდაცვითი ინჟინერია (Environmental Engineering)
  • მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის მეთოდებზე დამყარებული სატყეო მენეჯმენტი (Forest Management based on Data Science)
დოქტორანტურის სტუდენტებს შეუძლიათ მხოლოდ კვლევის ჩატარება.

შესაბამისი საგანმანათლებლო კურსები იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება 20 - 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესს სრულად განახორციელებს მიმღები უნივერსიტეტი.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვალიადოლიდის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: სატყეო, ჰუმანიტარული, ინჟინერია).

 

სიახლეებში დაბრუნება