ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ალიკანტეს უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









ალიკანტეს უნივერსიტეტი (University of Alicante - UA) (ალიკანტე, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2021.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 25 ნოემბრამდე.

ალიკანტეს უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ალიკანტეს  უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია საინჟინრო მიმართულებები).

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2021.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 25 ნოემბრამდე.

ალიკანტეს უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება ალიკანტეს უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში. (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ალიკანტეს უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება საინჟინრო მიმართულებებს).

 

სიახლეებში დაბრუნება