ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლიხტენშტეინის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









ლიხტენშტეინის უნივერსიტეტი (University of Liechtenstein) (ვადუცი, ლიხტენშტეინი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი). 

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2021.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 25 ნოემბრამდე.

ლიხტენშტეინის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლიხტენშტეინის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ბიზნესადმინისტრირებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

 

სიახლეებში დაბრუნება