ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი (University College of Enterprise and Administration - WSPA) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2021.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 25 ნოემბრამდე.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში საორიენტაციო დღეები გაიმართება 2022 წლის 24-25 თებერვალს.

მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯის სააპლიკაციო ფორმა და ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველ ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯში. ერთი სტუდენტი გაივლის მთელ სემესტრს, მეორე კი მიიღებს სტიპენდიას ნაწილობრივ - 3 თვითა და 25 დღით. უპირატესობა მიენიჭება ეკონომიკასა და ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებებს).

 

სიახლეებში დაბრუნება