ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (INSA Rennes) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2021.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 25 ნოემბრამდე.

რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში  Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
 
სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(ინსტიტუციებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრონიკა და კომპიუტერული ინჟინერინგი, საკომუნიკაციო სისტემები და ქსელები, საინჟინრო მათემატიკა, მასალათმცოდნეობა და ინჟინერინგი, სამშენებლო და ურბანული დაგეგმარება, მექანიკა და მართვის სისტემების ინჟინერინგი).

 

სიახლეებში დაბრუნება