ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტი (Istanbul Bilgi University) (სტამბოლი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2021.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 25 ნოემბრამდე.

სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის სასარგებლო დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: მექანიკა-მანქანათმშენებლობა (ბაკალავრიატი), კომპიუტერული მეცნიერებები (ბაკალავრიატი), ბიზნესადმინისტრირება (მაგისტრატურა) და დიზაინი (მაგისტრატურა)).

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2021.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 25 ნოემბრამდე.

სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: მექანიკა-მანქანათმშენებლობა, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნესადმინისტრირება და დიზაინი).

 

სიახლეებში დაბრუნება