ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რომის საპიენცას უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









რომის საპიენცას უნივერსიტეტი (Sapienza University of Rome) (რომი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 01.10.2021.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 5 ოქტომბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 8 ოქტომბრამდე.

რომის საპიენცას უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის სასარგებლო დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან რომის საპიენცას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: არქიტექტურა, დიზაინი, საინჟინრო და ჰუმანიტარული მიმართულებები).

 

სიახლეებში დაბრუნება