ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (University of Valladolid - UVa) (ვალიადოლიდი, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღებისა და ვალიადოლიდის უნივერსიტეტის ვებგვერდზე ატვირთვის ბოლო ვადა: 20.09.2021 (ესპანეთის დროით 11:00 საათამდე).

ვალიადოლიდის უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესს სრულად განახორციელებს მიმღები უნივერსიტეტი.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტიდან ვალიადოლიდის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: სატყეო, ჰუმანიტარული, ტელეკომუნიკაციის ინჟინერინგი (ფინალური პროექტი + ინტერნშიპი + 1 საგანი), მეცნიერება, სამართალი).

 

სიახლეებში დაბრუნება