ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ISA Lille უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









ISA Lille უნივერსიტეტი (Junia ISA Lille) (ლილი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2021.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 25 ნოემბრამდე.

ნომინირებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რის შემდეგაც, ISA Lille უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გაივლიან გასაუბრებას.

ISA Lille უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ISA Lille უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია აგრარული მიმართულებები - კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, აგრობიზნესი).

 

სიახლეებში დაბრუნება