ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა გეიზენჰეიმის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









გეიზენჰეიმის უნივერსიტეტი (Geisenheim University) (გეიზენჰეიმი, გერმანია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2021.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 25 ნოემბრამდე.

სწავლა მიმღებ უნივერსიტეტში დაიწყება 2022 წლის 4 აპრილს და დამთავრდება 15 ივლისს. საგამოცდო პერიოდი 15.07.2022-იდან 29.07.2022-მდე.

გეიზენჰეიმის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2 დონე).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გეიზენჰეიმის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: მეღვინეობა-მევენახეობა, კვების უსაფრთხოება, ლოგისტიკა და ცოცხალი პროდუქტის მენეჯმენტი).

 

სიახლეებში დაბრუნება