ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მონპელიეს უნივერსიტეტში სუპაგრო - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









მონპელიეს უნივერსიტეტი სუპაგრო (Montpellier SupAgro) (მონპელიე, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2021
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე

მონპელიე სუპაგროში ERASMUS+ პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

მონპელიე სუპაგროში ERASMUS+ ინტერნშიპის (სტაჟირების) მსურველი სტუდენტებისთვის დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის ერთობლივი კვლევითი ერთეულების (UMR) ჩამონათვალი და კონტაქტები იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის ან დოქტორანტურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მონპელიეს უნივერსიტეტში სუპაგრო.  ასევე, მაგისტრატურის 2  სტუდენტის მობილობა ვინიფერას პროგრამაზე. პრიორიტეტულია მეღვინეობა და სასოფლო-სამეურნეო მიმართულებებთან დაკავშირებული სხვა საგანმანათლებლო კურსები).

 

სიახლეებში დაბრუნება