ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ნიტრას სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი ნიტრაში - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისთვის









სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი ნიტრაში (Slovak University of Agriculture in Nitra - SUA) (ნიტრა, სლოვაკეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა: 

დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.21
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე.

სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია დოქტორანტურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი. პრიორიტეტული მიმართულებაა სოფლის მეურნეობა).


აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.21
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე.

სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტში  ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, 2021-2022 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური პერსონალის მობილობა. პრიორიტეტული მიმართულებაა სოფლის მეურნეობა).

 

სიახლეებში დაბრუნება