ბარის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (
Politecnico di Bari – POLIBA) (ბარი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2020-2021 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა
აკადემიური პერსონალისთვის:
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2021
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე
ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
აქ.
აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის მაღალი დონე და მოტივაცია.
აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში, 2021 წლის ივნისის ჩათვლით (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: კომპიუტერული მეცნიერებები, ტელეკომუნიკაცია, ავტომატიკა).
სიახლეებში დაბრუნება