Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (University of Valladolid - UVa) (ვალიადოლიდი, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 5.04.2021
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 8 აპრილამდე
მობილობის მსურველებმა 2021 წლის 16 აპრილამდე უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

ვალიადოლიდის უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტიდან ვალიადოლიდის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია დოქტორანტურის საფეხურის საინჟინრო საგანმანათლებლო კურსები).

 

სიახლეებში დაბრუნება