ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში (INSA Rennes) - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (INSA Rennes) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2021
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე

რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში  Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
 
სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(ინსტიტუციებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრონიკა და კომპიუტერული ინჟინერინგი, საკომუნიკაციო სისტემები და ქსელები, საინჟინრო მათემატიკა, მასალათმცოდნეობა და ინჟინერინგი, სამშენებლო და ურბანული დაგეგმარება, მექანიკა და მართვის სისტემების ინჟინერინგი).

აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.21
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე. 

დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში  ნომინირებისა და მიმღები ინსტიტუტიდან დასტურის მიღების შემდგომ, საშემოდგომო სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 3 აკადემიური / ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში. პრიორიტეტული მიმართულებები: კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრონიკა და კომპიუტერული ინჟინერინგი, საკომუნიკაციო სისტემები და ქსელები, საინჟინრო მათემატიკა, მასალათმცოდნეობა და ინჟინერინგი, სამშენებლო და ურბანული დაგეგმარება, მექანიკა და მართვის სისტემების ინჟინერინგი).

 

სიახლეებში დაბრუნება