Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (ყოფილი ალექსანდრას სტულგინსკის უნივერსიტეტი) (Vytautas Magnus University - VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.21
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე

ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში ERASMUS+ მობილობის პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.


(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სტუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის 2 სტუდენტის მობილობა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში, "ნულოვანი" გრანტით (ე.წ. Zero" გრანტი). პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს: ბიზნესადმინისტრირება, სოფლის მეურნეობა, სატყეო, საინჟინრო მეცნიერებები).


აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.21 
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე

ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში ERASMUS+ მობილობის პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი დოკუმენტები იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, შემოდგომის  სემესტრის განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური და 2 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში, "ნულოვანი" გრანტით (ე.წ. Zero" გრანტი). პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს: ბიზნესადმინისტრირება, სოფლის მეურნეობა, სატყეო, საინჟინრო მეცნიერებები).


 

სიახლეებში დაბრუნება