Erasmus+ გაცვლითი პროგრამა იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Ignacy Lukasiewicz Rzeszów University of Technology - RUT) (ჟეშუვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2020-2021 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2021
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე 

აკადემიური კალენდარი  და აკომოდაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის მაღალი დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში, 2021 წლის 31 ივლისამდე. (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ  უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები, არქიტექტურა და სამშენებლო).

 

სიახლეებში დაბრუნება