ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Poznan University of Life Sciences - PULS) (პოზნანი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2020-2021 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.21
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე

პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ. 

ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში. (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია კვების ტექნოლოგიები, სატყეო მიმართულება).

 

სიახლეებში დაბრუნება