ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რომის საპიენცას უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









რომის საპიენცას უნივერსიტეტი (Sapienza University of Rome) (რომი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი). 


შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2021
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე.

რომის საპიენცას უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის სასარგებლო დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 7 სტუდენტის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან რომის საპიენცას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: არქიტექტურა, დიზაინი, საინჟინრო და ჰუმანიტარული მიმართულებები).


აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.03.2021
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე.

რომის საპიენცას უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება რომის საპიენცას უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 4 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან რომის საპიენცას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: არქიტექტურა, დიზაინი, საინჟინრო და ჰუმანიტარული მიმართულებები).

 

სიახლეებში დაბრუნება