ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა უნივერსიტეტ ISEN ლილში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









უნივერსიტეტი ISEN ლილი (ISEN Lille  - Higher Institute for Electronics and Digital Training) (ლილი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2020-2021 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.11.2020
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე

უნივერსიტეტ ISEN ლილში ერაზმუს+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ  აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2 დონე).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტ ISEN ლილში. პრიორიტეტულია ელექტრონიკის, ავტომატიზაციის, პროგრამული უზრუნველყოფის, გამოყენებითი პროგრამების განვითარებისა და ანალიზის მიმართულებები. აპლიკანტებს გავლილი უნდა ჰქონდეთ ელექტრონიკის, მათემატიკის, ფიზიკის, ინფორმატიკის სასწავლო კურსები).

 

სიახლეებში დაბრუნება