Erasmus+ საერთაშორისო კვირეული 2020 - „უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია - საერთაშორისო სწავლების პერსპექტივები“ - სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი









2020 წლის 19-23 ოქტომბერს სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Silesian University of Technology) (გლივიცე, პოლონეთი) ტარდება Erasmus+ საერთაშორისო კვირეული 2020. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საერთაშორისო მობილობის ოფისი და უცხოური ენების ცენტრი.

საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ საერთაშორისო ოფისების წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზებით არიან დაინტერესებული. კვირეულის თემატიკაა „უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია - საერთაშორისო სწავლების პერსპექტივები“.

ღონისძიების პროგრამა მოიცავს ვორკშოპებს, პრეზენტაციებსა და დისკუსიებს შემდეგი მიმართულებებით:

• ვირტუალური გაცვლის ინტეგრირება საუნივერსიტეტო კურსებში (integrating Virtual Exchange in university courses)

• სწავლებისა და შეფასების მეთოდების შემუშავება ტელეკოლაბორაციასა და ონლაინრესურსებში (developing teaching and assessment methods in telecollaboration and online resources)

• სხვადასხვა მიმართულების მასწავლებლების ინტერდისციპლინარული კოლაბორაცია, სტუდენტების დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციის ამაღლების მიზნით (PBL) (interdisciplinary collaboration between teachers of different subject areas in order to develop students’ competences for employability (PBL)

• კარგი პრაქტიკა კონტენტისა და ენის ინტეგრირებულ სწავლებაში (CLIL) good practices in Content and Language Integrated Learning (CLIL)

• გლობალური ცხოვრებისა და მუშაობისთვის გადაცემის უნარების განვითარება  (development of transferable skills for living and working globally)

• ინსტიტუციური მხარდაჭერა, ინიციატივები და გამოწვევები (institutional support, initiatives and challenges)

საერთაშორისო კვირეულის ჩატარების იდეა მოსაზრებათა ურთიერთგაცვლაა, ამიტომ ღონისძიების მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება და პროექტების შედეგები უნდა გაუზიარონ. კვირეულის მონაწილეებს სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის, ასევე, უნივერსიტეტის კამპუსისა და რეგიონის დათვალიერების საშუალება ექნებათ. 

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებლად უნდა შეავსონ სპეციალური ონლაინფორმა, თუმცა აღნიშნული ფორმის შევსება არ გახლავთ კვირეულში მონაწილეობის გარანტია. საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს უფლებას, ყველა განაცხადის შესწავლის შემდეგ, აარჩიოს სასურველი კანდიდატები, ვინაიდან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (30 კაცი). საბოლოო შედეგები გამოცხადდება მიმდინარე წლის აგვისტოში.

კვირეულში მონაწილეობა უფასოა. 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ.ფოსტა: mobility@polsl.pl

 

სიახლეებში დაბრუნება