ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (Middle East Technical University - METU) (ანკარა,თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.20
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 20 აპრლამდე

შერჩეულმა კანდიდატმა მონაწილეობა უნდა მიიღოს METU საერთაშორისო კვირეულში. საერთაშორისო კვირეული 2020 წლის 1-5 ივნისს გაიმართება უნივერსიტეტში. კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით, Erasmus+ პროექტებზე. კვირეულის თემატიკა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების ჩართულობას Erasmus+ პროგრამაში, ინტერნაციონალიზაციის საკითხებს.

საერთაშორისო კვირეულის სამუშაო ენაა ინგლისური. 

ღონისძიების მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას სტუდენტთა და თანამშრომელთა გაცვლითი პროექტების კუთხით.

სარეგისტრაციო ბმულის შევსება სავალდებულოა 15 აპრილამდე.

თურქეთის შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება თურქეთის შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, 2020 წლის 1-5 ივნისს, საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან თურქეთის შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ  უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება იმ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ ერაზმუს+ პროექტების მიმართულებით).

 

სიახლეებში დაბრუნება