ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კორდობას უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









კორდობას უნივერსიტეტი (University of Cordoba - UCO) (კორდობა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2020-2021 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2020
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 23 აპრილამდე

კორდობას უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კორდობას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: ბიზნესადმინისტრირება, სამართალი, ინფოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მექანიკა, სოფლის მეურნეობა, ბიოლოგია და მომიჯნავე მეცნიერებები).

 

სიახლეებში დაბრუნება