ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









კაუნასის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (კაუნასი, ლიტვა) (Kauno Kolegija / University of Applied Sciences – KAUKO) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2020-2021 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.20.
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 23 აპრილამდე.

ინფორმაცია კაუნასის კოლეჯში / გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ აქ.

კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა ნომინირების შემდეგ უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, კაუნასის კოლეჯში / გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში და პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს: სოფლის მეურნეობა, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, გეოდეზია, კარტოგრაფია, დისტანციური ზონდირება, მულტიმედია.

 

სიახლეებში დაბრუნება