Erasmus+ საერთაშორისო კვირეული - „ყველაფერი, რაც გჭირდებათ, არის...“ ინტერნაციონალიზაცია









2020 წლის 4-8 მაისს ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში (Vilnius Gediminas Technical University) (ვილნიუსი, ლიეტუვა) ტარდება Erasmus+ საერთაშორისო კვირეული, სახელწოდებით „ყველაფერი, რაც გჭირდებათ, არის...“  ინტერნაციონალიზაცია.

კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამშრომლებს. 

შერჩევის პროცედურა

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 04.03.20
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 7 მარტამდე 

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინფორმა.

დამატებითი ინფორმაცია: staffmobility@vgtu.lt 

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ  უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება შემდეგ სპეციალობებს: არქიტექტურა, ბიზნესის მენეჯმენტი, მშენებლობა, ინფორმატიკა და ელექტროტექნიკა, გარემოს დაცვა, ფიზიკა, მათემატიკა, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობა.

 

სიახლეებში დაბრუნება