ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლაკვილას უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









ლაკვილას უნივერსიტეტი (University of L'Aquila – UNIVAQ) (ლაკვილა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.02.2020
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 18 თებერვლამდე

ლაკვილას უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.  https://www.univaq.it/en/section.php?id=545

იტალიური ენისა და კულტურის კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

ლაკვილას უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლაკვილას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული ინჟინერია, ბიოტექნოლოგია).

 

სიახლეებში დაბრუნება