Erasmus+ - საერთაშორისო კვირეული ISA Lille აგრარული და ბიოსაინჟინრო მეცნიერებების ინსტიტუტში









2020 წლის 6-10 აპრილს ISA Lille აგრარული და ბიოსაინჟინრო მეცნიერებების ინსტიტუტი (ISA Lille) (ლილი, საფრანგეთი) ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით (Lille Catholic University) ატარებს საერთაშორისო კვირეულს. კვირეული ტარდება ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში და მისი თემატიკაა „ინოვაცია და მდგრადი განვითარება“ („Innovation and Sustainable Development“).

კვირეულის პროგრამა მოიცავს სოციალურ აქტივობებსა და კულტურულ ღონისძიებებს.

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

სიახლეებში დაბრუნება